სამტრედიაში მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მასზე იძალადეს
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიაში ნიკა საკანდელიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა მასზე იძალადეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ოჯახსა და შვილებზე მუქარის შედეგად კანდიდატურის მოხსნა აიძულეს.
ამის შესახებ მან ბრიფინგი გამართა.
"მე მყავს სამი შვილი, რომლებიც დადიან სტადიონზე. გასართობად, ბავშვები. [მეუბნებოდნენ] იმათ ვერ ნახავ, თუ არ მოხსნი ამ კანდიდატურას, და თუ მოხსნი - ჩვეულებრივად იქნები, როგორც მანამდე იყავი. თუ არ მოხსნი და შენს ბავშვებს ვერ ნახავ და შენც დატოვებ სამტრედიასო. ასეთი თემები მიმდინარეობდა კარგა ხნის განმავლობაში. შემდეგ მიმიყვანეს ოფისთან, დამაწერინეს განცხადება, როდესაც ვწერდი, ანერვიულებული ვიყავი და ვერ დავწერე განცხადება; მითხრეს, შენამდე ერთი ადამიანი იყო მოსული და იმან ორ წუთში დაწერაო. ამის შემდეგ გავიგე, რომ ჩემთან ერთად მოუხსნია ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატს "ლელოდან" კანდიდატურა", - განაცხადა ნიკა საკანდელიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
