გახარია კალაძეს დებატებს "იმედზე", მელიას კი, "მთავარ არხზე" სთავაზობს
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს ტელეკომპანია "იმედში", ნიკა მელიას კი, "მთავარ არხზე" სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია.
"მივმართავ "ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას - მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე - იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა მივცეთ გააკეთონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი.
როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახი კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე პარტიულ ტელევიზიაში - იმედის "ტელეკანალზე" და იმედი მაქვს ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში, "ნაციონალური მოძრაობის" "მთავარ არხზე" ერთი-ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები." - განაცხადა გახარიამ
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
