"ყელში ამოვიდა ამდენი დამცირება, სიღარიბე - დაიწყება ოლიგარქიის დემონტაჟი"
ყელში ამოვიდა ამდენი დამცირება, სიღარიბე. დაიწყება ოლიგარქიის დემონტაჟი, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ქუთაისში განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველო სსიპების და ა(ა)იპებისა და ბიუჯეტის მხვრელების ეკონომიკად გადაიქცა.
„როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაა, იქ ბევრი მწარე სიტყვა „მოსულა“. რას ვუყურებთ ჩვენ უკანასკნელი 9 წლის მანძილზე? დამცირებას, შეურაცხყოფას იმ ამომრჩევლის, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ყელში ამოვიდა უკვე ამდენი დამცირება, სიღარიბე. ჩვენ ივანიშვილის პირობებში მოხუცებისა და ბავშვების ქვეყანად გადავიქეცით. ესაა ის ქვეყანა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა! ესაა სსიპების და ა(ა)იპების, ბიუჯეტის მხვრელების ეკონომიკა. დადგა დრო ამას პასუხი გასცეთ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი: მათ შემოგვიტიონ და ჩვენ იმ პრობლემებს შევუტევთ, რომელიც ამ ქვეყანაში თავად შექმნეს. 2 ოქტომბერი ზუსტად ამის გასაღები იქნება. დაიწყება ოლიგარქიის დემონტაჟი. აღარასდროს, არავის, არც ერთ მდაბიოს აღარ უნდა ჰქონდეს მცდელობა, რომ ქვეყანას იყიდის. გამარჯვებას, მხნეობას, კონსოლიდაციას გისურვეთ“, - განაცხადა უგულავამ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"