"ამათი მარტო დატოვება სახიფათოა" - გახარია მელიას და კალაძეს დებატებში იწვევს
"პარტია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.
როგორც ექსპრემიერი სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.
"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
