ქუთაისი გულში ჩაგიკრავს დედიკო, აი ნახავ, მითხრა დედამ - ხატია დეკანოიძე
ქუთაისის მერობის კანიდატი ხატია დეკანოიძე წინასაარჩევნო კამპანიაზე და მის მშობლებზე წერს, რომლებიც ამ დროს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ.
"ყოველ ბრძოლაში შესვლისას ჩემს მშობლებს განსაკუთრებით ეზრდებათ მგრძნობელობა. ნერვიულობენ, ადგილს ვერ პოულობენ და განიცდიან ჩემს ყველა გულიდან ამოსულს.
ქუთაისის მერობაზე, რეფერენდუმის მოგებაზე ჩემს ბრძოლას დედა და მამა წყნარად შეხვდნენ.
“ქუთაისი გულში ჩაგიკრავს დედიკო, აი ნახავ” - მითხრა დედამ.
ჰო, და ჩემი კამპანიის პირველი დღე მინდა ასე შევაფასო: გულში ჩასახუტებელი, თბილი და ტკბილი ხალხი. გამარჯვების მოლოდინში ჩასახუტუნებელი ქუთაისი დამხვდა", - წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
