"ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, რაც 2012 წელს დავასრულეთ"
ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, - ამის შესახებპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი ძალის მიზანი უნდა იყოს საბჭოთა მემკვიდრეობის სრულად ჩანაცვლება და ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიაში მოქცევა.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.
„ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც იყო ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრება ციხეებში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ. დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
