გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ალიანსს არ ვაპირებთ - გიორგი გახარია
"თბილისის მერობის არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მან განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს, როცა ჯერ კიდევ საკუთარ პარტიაში სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.
„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ – განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე
- 18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
- “საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს” - მამუკა მდინარაძე
- “როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი” - მამუკა მდინარაძე