ევროკავშირი მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში - შარლ მიშელი
ევროკავშირი მზადაა, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში და განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს "მინსკის ჯგუფს" მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
"ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებლად. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მუშაობა რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. იმედი გვაქვს, მოხერხდება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება საუბარი თანამშრომლობის საკითხებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზადაა, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
