"სიმწარენარევი სიხარულია..." - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება:
"ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა!
ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა.
ზაზა სახლში ბრუნდება.
სიმწარენარევი სიხარულია...
მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი!
ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
- 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
