ნიკა მელია დასრულებულია - წულუკიანი
ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია კანონს უნდა დამორჩილებოდა და გირაო გადაეხადა.
„ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის. მე არაერთხელ ინტერვიუში, იმიტომ, რომ მასზე უფროსი ვარ და მგონია, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები შემოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე კარგია, არაერთხელ მის დაკავებამდე და მისი პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და განცხადებები გავაკეთე. მეგონა ამას შეისმენდა, ვინაიდან როგორც ვიცი, ყველა საკანში წვდომა ტელევიზიაზე არის. მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ საჭიროა გირაოს გადახდა და საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე, მაგრამ მან ეს არ მოისმინა”, - განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
