დღეს პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
დღესვე, პრემიერი ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას გახსნის და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობის მეთაური იმერეთში სტუმრობისას ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
