"ბიძინამ იცის, რომ გახარია საფრთხე არ არის" - ხუხაშვილი
გახარია ივანიშვილისთვის საფრთხე არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, არ სჯერა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია.
„მას აქვს ასეთი ილუზია, დაუმტკიცოს ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი საყვარელი შვილი ისაა და არა ის ახალგაზრდები, რომლებმაც მამაძაღლობა მოუწყვეს, რომლებმაც ფაქტობრივად აიძულეს, რომ გადამდგარიყო. კობახიძე და ღარიბაშვილი ახლა გახარიაზე ეჭვიანობენ, მათ ერთი ელექტორატი მასა ჰყავთ, დასაკარგი ძალიან ბევრია. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ილუზიაა, ის საყვარელი შვილი ვეღარ გახდება. ერთადერთი ვარიანტია, რომ იმდენად დიდი პრობლემა შექმნას ამ ელექტორალურ ბაზაზე, რომ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაილახოს პირველ ეტაპზე, გახარია „ქართულ ოცნებას“ ართმევს ხმას.
მე არ მჯერა, რომ გახარია ბიძინას პროექტია. მათ შორის კომუნიკაცია დღეს ნამდვილად არ არის. თუმცა ბიძინამ იცის, რომ გახარია მისთვის საფრთხე არ არის. სასურველია უფრო, რომ ჩაიძიროს, შესაბამისად, მიუშვებს ახლა ახალგაზრდებს მის დასაძიძგნად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
