ჩვენს ქვეყანას არასდროს არ შეუწყვეტია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა - ზვიად შალამბერიძე
ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკო და სიმბოლურად მისი სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენს ქვეყანას არასდროს არ შეუწყვეტია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და შესაბამისად მივაღწიეთ მიზანს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა, თავისუფლების მოყვარული ერისთვის. ამ პერიოდში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ჩვენთვის და მათი ხსოვნისათვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ,“ - ზვიად შალამბერიძე.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.
1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
