"ძალაუნებურად გაიყოფა გზები, მეგობრებად დავრჩებით" - თაკო ჩარკვიანი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ბოლო დოკუმენტი ხელს ვერ უწყობს ძირეულ ცვლილებებს.
"მე გავეცანი კარგად ამ დოკუმენტს. ჩემი აზრით, ეს არის საჭურისი დოკუმენტი, რომელიც ხელს ვერ უწყობს ძირეულ ცვლილებებს, მართლმსაჯულებას, ეს დოკუმენტი სამომავლოდ უვარგისია იქ, სადაც ჟვანია რჩება, სიტყვაც კი არ წერია ჟვანიასთან დაკავშირებით, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის, არ ჩანს, ვინ გადათვლის და სიტყვაზე ვენდოთ? სიტყვაზე როგორ უნდა ენდო, როცა დოკუმენტი დგება", - განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვას, გიორგი ვაშაძის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, რჩება თუ არა თაკო ჩარკვიანი გაერთიანებაში, პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში მათი გზები გაიყოფა.
"ბუნებრივია, ჩვენ დავრჩებით მეგობრებად, თუმცა მე ვიტოვებ რაღაცა პროცენტს, რადგან მაინც მინდა, კვლავ გადახედოს.
რაღაცნაირად მენანება ეს პოლიტიკოსი, სამომავლოდ უფრო ვხედავ მას, რა თქმა უნდა, ძალაუნებურად გაიყოფა გზები, მეგობრებად დავრჩებით", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
