"ის დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად" - მამუკა ხაზარაძე
პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები.
შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია მედიატორისგან მისაღებ დოკუმენტს ელის.
„პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები. შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის დროს მედიატორისგან ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ მისაღები იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი ერთი რამ, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების, იმის, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იქნება ამ დღეებში, იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. „ლელოს“ უნდა ერთი რამ, ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ, ევროპულ ცხოვრებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
