ვიცი, სად არის მისი სისუსტე - წულუკიანი გახარიაზე
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
თეა წულუკიანის თქმით, ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ველზე გასვლის შემთხვევაში ,,ქართულ ოცნების" რეალური ოპონირებას გაუწევს, რადგან მან გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ იცის.
წულუკიანი ამბობს, რომ ისიც კარგად იცნობს გიორგი გახარიას სუსტ და ძლიერ მხარეებს.
„იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,რადიო იმედის" ეთერში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
