თუ რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს მისი დამსახურება არ არის - ვოლსკი გახარიაზე
მას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა, ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტისას, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სისუსტე გამოიჩინა.
„პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. დეკლარირებული ასეა, ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველანაირი წარმატება „ქართული ოცნების“ ფორმატში უნდა მოვიაზროთ. გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი