"ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას" - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად
"ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიგმებისა და მცდარი შეხედულებების დასაძლევად, და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ჩვენს მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად, მათი მეტი ჩართულობისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას, განურჩევლად ნებისმიერი განსხვავებისა, ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ იშრომოს და ღირსეულად იცხოვროს ახლობლების გარემოცვაში. სადაც ჩვენ ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ - ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
