არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი - მიხეილ სააკაშვილი
არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ.
ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ
განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართალია, რომ საქართველოში აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“.
„გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
