ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს! - გიგი უგულავა
ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს - ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლა ციხიდან იწყება გამარჯვებით დასრულდება!
„ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს, აბა თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავითო, გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ნიკამ გვთხოვა: მე არ მინდა ჩემს გამო, თუნდაც ერთი ადამიანი იოტისოდენად მაინც დაშავდესო, მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს გამო ვინმე დაიღუპოს, როცა მოვლენ ტაში დაუკარითო და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა! ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება! ეს ბრძოლა ციხიდან იწყება და გამარჯვებით დასრულდება. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს - ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას. მეგობრებო, ახლა ყველამ ერთად ინგოროყვას ქუჩით და ჩიტაძის დაღმართით ერთპარტიული პარლამენტისკენ გავემართოთ. მივიდეთ პარლამენტთან!“ - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
