"მათი მიზანი იყო, პრობლემების დამძიმება, ლარის კურსზე დარტყმა" - ვოლსკი
მიზანი იყო, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დამძიმება, ლარის კურსზე დარტყმა და რა საკვირველია, ის პროცესები, რასაც ჯანდაცვა ახერხებს, ამ ყველაფრის განულება და დაყვანა დაბალ დონეზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ მოსამართლეს და აღმასრულებელს სხვა გზა არ დაუტოვა.
"ყველა უყურებდა, როგორ მიმდინარეობდა ინტენსიური მცდელობა სამართლებრივი ფორმატიდან, პროცესები გადაეყვანათ პოლიტიკურ ფორმატში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მიაღწიეს ამას. შემდეგი ნაბიჯი იყო, იმის დემონსტრირება თუ როგორ არ და ვერ მოქმედებს და ჩამოშლილია სახელმწიფო, როდესაც საკითხი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას ეხება. არავის დაჭერა და დაკავება რა საკვირველია საქართველოში არ არის კარგი და მშვიდობის მომტანი, მაგრამ არის ერთი თემა, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. მიზანი იყო, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დამძიმება, ლარის კურსზე დარტყმა და რა საკვირველია ის პროცესები რასაც ჯანდაცვა ახერხებს ამ ყველაფრის განულება და დაყვანა დაბალ დონეზე. მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებაში დესტაბილიზაციის განწყობის შექმნა და მე ვფიქრობ, სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლეს და არც აღმასრულებელს, რომ სხვა მიმართულებით ემოქმედა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
