ნიკა მელიას დაკავება საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია - ადამ კინზინგერი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი შემაშფოთებელს უწოდებს. კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას დრამატულ მოქმედებებზე.
„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
