,,ნაციონალების" და გავრილოვის პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს" - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობისა" და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მისივე თქმით, ორივე ძალას ქვეყანაში არეულობა სურს, თუმცა, მათი განზრახვა ვერ შესრულდება.
„ნაციონალების“ და გავრილოვის პარტნიორობას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და ეს ისტორია დაიწყო 2019 წლის 20 ივნისამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე. მოვლენები, რომლებიც განვითარდა იმ დროს საქართველოში, რა თქმა უნდა იყო მათ საერთო ინტერესებში. დღეს ორ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია - ეს არის ქვეყნის შიგნით „ნაცმოძრაობა“ და ეს არის ქვეყნის გარეთ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აქვს თავისი ზრახვები საქართველოს მიმართ. თუმცა, ვერც ერთის და ვერც მეორეს განზრახვა ვერ შესრულდება, რადგან სახელმწიფოს აქვს ძალა იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
