"მანდატები ჩაიხსნება თუ არა, ამით ოპოზიციის გეგმები არ შეიცვლება"
ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, მანდატები ჩაიხსნება თუ არა, ოპოზიციისა და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმები არ იცვლება და ამაზე წინა კვირას საჯარო წერილშიც განვაცხადეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი იგივე რჩება.
„ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის და გეგმებისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება, ოპოზიციის დღის წესრიგი იგივეა, გავაგრძელებთ მუშაობას ამომრჩეველთან, ასევე ინტერპარტიულ კოორდინაციას საერთო გეგმის შესამუშავებლად და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
