სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი
ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი ან ირიბად, ან გადაკვრით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს, ანუ ასე განმარტა მან. რაც შეეხება ჩვენ პარტიას, გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული იმ საერთო პოზიციის, რაც არის ოპოზიციურ პარტიებში“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში“.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
