"ელისაშვილი საკმაოდ ცუდად ახერხებს მისი რეალური მოტივების შენიღბვას"
ვერ გეტყვით, რომ ეს მოულოდნელი იყო, უფრო ის გამიკვირდა, აქამდე რომ გაძლო, - ასე გამოეხმაურა "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი FirstNews.ge-თან საუბარში ალეკო ელისაშვილის განცხადებას, პარლამენტში შესვლის შესახებ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, აღებული ხმებით ვაჭრობა ქართულ პოლიტიკაში ახალი ხილი არ არის, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ელისაშვილი საკმაოდ ცუდად ახერხებს მისი რეალური მოტივების შენიღბვას.
"მგონი ანალოგიურ აზრზეა ყველა, ვინც ამ ადამიანის საჯარო საქმიანობას ადევნებს თვალს. ის აქამდეც არ იყო რეალური ოპოზიცია (უფრო ოპოზიციის ოპოზიციის როლი ჰქონდა მიჩენილი). პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი, ის საერთოდ ჩაიკარგება, მაგრამ ვგონებ მას ეს არ ადარდებს: სავარაუდოდ, ის ქართველი ამომრჩევლის ცუდი მეხსიერების იმედზეა, რომლის წყალობითაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი მისნაირი ტრიალებს,"- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის