"ელისაშვილი მიზეზს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს"- გიგა ბოკერია
ვწუხვარ, რომ ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ბატონი ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება
"ასე გამოიყურება ეს. ჩვენ მისთვის არაფერი დაგავიბრალებია, მოიტყუა, თითქოს რამე დავაბრალეთ. თუ ის რამე კოსმეტიკური საბაბით შევა პარლამენტში, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. ჩემი აზრით, სასურველი იყო ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ისეთი სამარცხვინო ფორმით მოხდება ეს, თუ მოხდება, კი არ მოუხსნის ივანიშვილს პარლამენტს ერთპარტიულობის პრობლემას, პირიქით, ხაზს გაუსვამს მას“, – განაცხადა ბოკერიამ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, პარლამენტში შევა.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის