"ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად"
„ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე – ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
