მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.
პროცედურის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კი შეიძლება გაიხსნას, თუ მას დაესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნას, მას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი სიტყვას მისცემს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
