ივნისი 20 2019 წაკითხვა 785 ჯერ

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს.

 

ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

ივნისი 20 2019 წაკითხვა 899 ჯერ

ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე გამთენისას, დილის 4 საათზე გარდაიცვალა. 80 წლის მეუფეს ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 

მეუფე კალისტრატე ბაგრატის საკათედრო ტაძარშიa დასვენებულია, ხოლო დაკრძალვის დღეს საპატრიარქო გადაწყვეტს.

 

მეუფე კალისტრატე, ერში  შოთა მარგალიტაშვილი 1938 წელი წელს დაიბადა. ის ეპარქიას 27 წელი ხელმძღვანელობდა.

 

2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

 

 

ივნისი 19 2019 წაკითხვა 978 ჯერ

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა,

ივნისი 19 2019 წაკითხვა 855 ჯერ

დღეს ლომისობაა, რომელიც აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება.

ივნისი 18 2019 წაკითხვა 1091 ჯერ

დღეს, ქუთაისში შეხვედრა თემაზე - "დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები" გაიმართა. 

ივნისი 18 2019 წაკითხვა 1309 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

გვერდი 639 სულ 686
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.