ხვალ, ქუთაისის აკაკი წერეთლის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონფერენცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზიისთვის“ გაიმართება
ხვალ, ქუთაისის აკაკი წერეთლის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონფერენცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზიისთვის“ გაიმართება.
კონფერენცია ტარდება ქუთაისის მერიის ინიციატივით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის", რეაბილიტაციის ცენტრი ,,ნაიო",ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლი". კონფერენცია დისკუსიის ფორმატით წარიმართება და მიზნად ისახავს ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მიღწევები და გამოწვევები სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.
პირველი სესია დაეთმობა ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, ხოლო მეორე სესია- სპეციალური და დამატებითი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის არსებული სერვისების სწორად მართვას. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერება “ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზიისთვის“ ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებას ადგილობრივ დონეზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
