იანვარი 12 2022 წაკითხვა 472 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 390 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 456 ჯერ

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი გაციების შედეგად T-უჯრედების მაღალი დონე აქვთ, კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 466 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 274 ჯერ

ავიაკომპანია Georgian Airways-ს 16,000-ზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის მიმართ ჯამში 176 მილიონი ლარის ვალი აქვს.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 448 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 109 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 115 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 994 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 853, აჭარაში - 609, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 123, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 - თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 3.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.

 

გვერდი 237 სულ 686
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.