იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
დღეს, ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს, - ამის შესახებ ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.
ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ამ ფორმით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 138 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%.