შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი მიიღო. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებაზე იმსჯელეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პოლონეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
გაზეთ The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბის „ანარქიულმა სტილმა“ იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია.
27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
