საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ათი საკითხი განიხილეს.
საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
იმერეთი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს მშობლებთან ერთად მასპინძლობს.
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნებისმიერი მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 პროცენტი.