დარმუნებული ვარ, ქუდზე კაცი გამოვა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც წლების წინ ვიდექით უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, 30 აპრილს ვიქნებით აქციაზე, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" კვერცხის სარგებელზე საუბრობს და ასახელებენ, რისთვისაა ეს პროდუქტი აუცილებელი:
- რომელ საკვებს ავირჩევდი, როგორც ექიმი, თუ მხოლოდ ერთის არჩევის საშუალება მექნებოდა? - ეს იქნებოდა აუცილებლად კვერცხი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს.
„მილანთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების (0:1, 1:1) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი Arcturus, იგივე XBB.1.16 გავრცელდა, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მაღალი სიცხით, ხველებითა და თვალების სიწითლით ვლინდება.