"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მარნეულის საუბნო კომისიის დარღვევაზე საუბრობს და ვიდეოკადრს ავრცელებს.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის რეგიონების საარჩევნო ოლქების ნაწილში დათვლილი მონაცემები წარადგინა.
ბატონებო, ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებსა და მათ მიმართ ძალადობრივ ქმედებებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ეს ipsos-ის კვლევამ აჩვენა.
ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის განახლებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო შედეგი ასეთია: