“ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიდის მსჯელობა, რომლის მიხდევითაც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო პროცედურები ისე, რომ გაყალბების შანსი ნაკლები იყოს, სხვა ცვლილებებთან ერთად საუბარია არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, როგორებიცაა მაგალითად საარჩევნო ბიულეტენზე ორჯერადი შტრიხკოდები, ელექტრონული ხმის მთვლელი და სახის ამომცნობი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ნიშნავს “დასაკეცი გარმიონისებური ბიულეტენი“ და რა ტექნოლოგიური სიახლეებია დაგეგმილი მომავალ არჩევნებზე
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 29 867 ხმა მიიღო, რაც 91,92 პროცენტია.
ცესკო-ს ყველა საარჩევნო უბანი დათვლილი აქვს და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის ყველა ქუთაისელს, ვინც მას მხარი დაუჭირა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეორე ტურში გაიმარჯვა. ზაზა ლომინაძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისს წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.