,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ საკუთარი არჩევანის მე-14 სააეჩევნო უბანზე დააფიქსირა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.
12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა.
ქუთაისში ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 4223 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო ამომრჩევლის 2,73%-ია.
რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.