"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს"- ზაზა ლომინაძე
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ საკუთარი არჩევანის მე-14 სააეჩევნო უბანზე დააფიქსირა.
კანდიდატმა აღნიშნა რომ ქუთაისში არჩევნები მშვიდ გარემოშიბმიმდინარეობს და ყველა მოქალაქეს აქვს საშუალენა საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
"უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად უნდა ვიყო, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, დაუღალავი შრომისა და გვერდით დგომისთვის. ჩემო თანაქალაქელებო, მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი ხმა ვის ერგო ამ არჩევნებში - მე თითოეული თქვენგანის ხმა ვიქნები საქართველოს პარლამენტში. წინ საინტერესო და წარმატებული დღეები და წლები გველოდება,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
