დეკემბერი 28 2022 წაკითხვა 392 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.


საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.


2023 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 101 484,7 ათასი ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11 607,9 ათასი ლარით აღემატება.


ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 24 500,6 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 470,0 ათასი ლარით მეტია.
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076,6 ათასი ლარი, გაიზარდა 345,5 ათასი ლარით;
განათლების სფეროს განვითარება - 17 483.7 ათასი ლარი, გაიზარდა 3 026, 7 ათასი ლარით;
სპორტის სფეროს განვითარება - 10 228,1 ათასი ლარი, გაიზარდა 1 806.1 ათასი ლარით;
კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 10 415.3 ათასი ლარი, გაიზარდა 1 071.7 ათასი ლარით;
ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 241.0 ათასი ლარი, გაიზარდა 616,0 ათასი ლარით;
სოციალური პროგრამების დაფინანსება - 5 694.2 ათასი ლარი, გაიზარდა 790.7 ათასი ლარით;


მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 470,0 ათასი ლარი (ზრდა 361,0 ათასი ლარი), ასევე 261-დან 318-მდე გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა.


„ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია.


ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება.


აღნიშნული ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, ისევე როგორც ეს იყო 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში.
2023 წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისათვის,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დეკემბერი 27 2022 წაკითხვა 378 ჯერ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.

დეკემბერი 27 2022 წაკითხვა 364 ჯერ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა.

დეკემბერი 23 2022 წაკითხვა 418 ჯერ

24 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გამო, 23-24 დეკემბერს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 519 ჯერ
ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც 5 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ჯგუფების გარდა, უკრაინის და პოლონეთის თეატრალური დასებიც მონაწილეობდნენ. საზეიმო დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
დეკემბერი 20 2022 წაკითხვა 509 ჯერ

ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.

გვერდი 37 სულ 147
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.