თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მექსიკაში, ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს,- ამის შესახებ reuters-ი წერს.
ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა.
შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.
ლუქსემბურგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს დაძაბულობას გამოიწვევს, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული მონაცემებით, რუსეთის რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
