სომხეთში „ნარკოდანაშაულთან“ დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, - სასულიერო იერარქი, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებულ სექს-სკანდალში.
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის ქალაქიდან დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე დარტყმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
არავის შეუძლია, მთელი მსოფლიო სამუდამოდ მოატყუოს, პუტინსაც კი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრისას
ესპანეთის ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ მოწოდებით ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა მადრიდის ცენტრში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. დემონსტრანტებმა გაიზიარეს ოპოზიციის მოთხოვნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
