მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა- მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ.
ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.