September 11, 2025

ივნისი 21 2019 წაკითხვა 819 ჯერ

შსს მოქალაქეებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე სთავაზობს.

ივნისი 21 2019 წაკითხვა 1090 ჯერ

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

ივნისი 20 2019 წაკითხვა 884 ჯერ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

ივნისი 20 2019 წაკითხვა 802 ჯერ

პარლამენტთან სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

ივნისი 20 2019 წაკითხვა 836 ჯერ

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს.

 

ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

ივნისი 20 2019 წაკითხვა 971 ჯერ

ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე გამთენისას, დილის 4 საათზე გარდაიცვალა. 80 წლის მეუფეს ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 

მეუფე კალისტრატე ბაგრატის საკათედრო ტაძარშიa დასვენებულია, ხოლო დაკრძალვის დღეს საპატრიარქო გადაწყვეტს.

 

მეუფე კალისტრატე, ერში  შოთა მარგალიტაშვილი 1938 წელი წელს დაიბადა. ის ეპარქიას 27 წელი ხელმძღვანელობდა.

 

2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

 

 

გვერდი 657 სულ 705
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.