საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს – ეს ცნობილი გახდა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ეპიდემიის გამო, წელს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.