September 11, 2025

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 516 ჯერ

ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი უნდა მოგვცეს,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 446 ჯერ

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 673 ჯერ

იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 793 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთში სახელმწიფო  რწმუნებულის ინფორმაციით, მატება არის ზოგადად მუნიციპალიტეტში, თუმცა 793 შემთხვევიდან მეტი წილი ქუთაისზე მოდის.

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 586 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი კორონავირუსის ყოველდღიური რაოდენობის შემცირებაა.

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 511 ჯერ

ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიკური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნოემბერი 26 2020 წაკითხვა 464 ჯერ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

გვერდი 450 სულ 705
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.