13 ივნისს, 20:00 სთ-ზე, ქუთაისში, განახლებულ შენგელია არენაზე საქართველოს ქალთა ლიგის მატჩი გაიმართება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.
ქუთაისთან, სოფელ გეგუთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. წყალდიდობის გამო 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია. ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.