"ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა - პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას" - ემანუელ მაკრონი
ბარბაროსული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, დაეცა. პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ ერთგული რჩება.
„ამ გაურკვევლობის მომენტში ვუსურვებ სირიელ ხალხს მშვიდობას, თავისუფლებასა და ერთიანობას. საფრანგეთი დარჩება ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოების ერთგული“, - წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
