საფრანგეთში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. პროფკავშირის ინფორმაციით, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, აქციებში მონაწილეობდა 3.5 მილიონი ადამიანი. შსს-ს ცნობით, დემონსტრანტების რიცხვი 1 მილიონს აჭარბებდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც „მეტი იარაღი დასჭირდება“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის მიზანი რუსეთის „ნაწილებად დაყოფაა“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა.
ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსეთის ფედერაცია მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ჩინურ გამოცემა „ჟენმინ ჟიბაოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით – „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა მომავლისკენ“.
